უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები უკრაინის მთავარი საჭიროებაა ომში.
„არტილერია ნომერი პირველია იმ ჩამონათვალიდან, რაც გვჭირდება, ისევე, როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გავაჩეროთ. მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენი ტერიტორიიდან გავაგდოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის”.
მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.