უკრაინის პრეზიდენტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უკვე აიცრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ საკუთარ “ტვიტერზე” განათავსა ინფორმაცია.
როგორც ირკვევა, მან უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა.
Got vaccinated against #COVID19. Did this on the frontline with our soldiers as Supreme C-in-C. The same Oxford/AstraZeneca (Covishield) from India, which was delivered 1st to ?? & received by millions of people in the world. Vaccine ? will let us live without restrictions again pic.twitter.com/1diLtuRmqK
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 2, 2021
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 23 066 პირს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 352 134 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 171 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 050 პაციენტი კი გარდაიცვალა.
