უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სიტყვა “გენოციდის” გამოყენებას “ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები” უწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის მორიგი სისასტიკე,”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
True words of a true leader @POTUS. Calling things by their names is essential to stand up to evil. We are grateful for US assistance provided so far and we urgently need more heavy weapons to prevent further Russian atrocities.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 12, 2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას, უკრაინაში მომხდარი “გენოციდად” მოიხსენია.
ვრცლად – ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას სიტყვა “გენოციდი” ახსენა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.