უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრისას შესთავაზა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ.
„მე ვაფასებ თითოეული თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ იარაღისთვის, სანქციებისთვის და მხარდაჭერისთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი სანქცია და მეტი მხარდაჭერა თავისუფლების დაცულობის გარანტიისთვის, უსაფრთხოების შენარჩუნება ასწლეულების განმავლობაში უკრაინისთვის მკაფიო გარანტების შესახებ ეფექტური შეთანხმების გაფორმებით. ვთავაზობ თქვენს სახელმწიფოებს – მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ ქვეყნებს – გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, რადგან ეს უზრუნველყოფს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას. ეს უზრუნველყოფს თქვენი ხალხის დარწმუნებას, რომ თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს“, – თქვა ზელენსკიმ.