LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ერთად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ მშვიდობა ეძიოს!

101
Untitled design (14)

გაეროს მიერ, ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ეხმიანება.

გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთი გარიცხა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა აიძულოს რუსეთი, მან ეძიოს მშვიდობა:

“რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის შეჩერება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ეს არის კიდევ ერთი სასჯელი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს.

მადლობელი ვართ პარტნიორების სოლიდარობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე კოორდინირებული ზეწოლა რუსეთზე. ერთად ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა!” – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, 7 აპრილს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 93-მა წარმომადგენელმა, 24-მა უარი განაცხადა, 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, ასამბლეა “შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები