LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი უმოკლეს დროში აღდგება, უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება!

164
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქალაქ ბუჩაში ვიზიტის დროს მედიასთან ისაუბრა და პირობა დადო, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ქალაქებს სიცოცხლე მალე დაუბრუნდებათ.

“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

“ბუჩა, ირპინი – საკუთარი თვალით ვნახე ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ სიცოცხლე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მიმართვის დროს ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყოფილიყო თუ არა უკრაინა ნატოს წევრი:

“ვფიქრობ, აქ უნდა მოვიდნენ და ნახონ, როგორ მთავრდება ეს თამაშები, როგორ მთავრდება რუსეთის ფედერაციასთან ეს ფლირტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა:

?  ბუჩას სისასტიკეს მსოფლიო გენოციდად აღიარებს: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია;

?  რაც უფრო დიდხანს გაახანგრძლივებს რუსეთი ომს, მით უარესი იქნება მათთვისაც და ომისთვისაც;

?  უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. უკრაინელმა ხალხმა ეს აჩვენა. ჯარი ამას ყოველდღე აჩვენებს;

აქვე, შტაბის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კიევის მახლობლად ოკუპანტების მიერ დანგრეული ქალაქების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია: – “ყველაფერი აღდგება უმოკლეს დროში”, – განაცხადა მან.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g