LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „ისევ წამება, ისევ ნგრევა – ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ვხედავთ იმავეს, რაც ვნახეთ ბუჩაში“

65
Untitled design (5)

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ იზიუმში ჩასვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასა და იზიუმი ბუჩას შეადარა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იზიუმსა და ბალაკლიაში ხედავენ იმას, რაც ნახეს ბუჩაში.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონის ოკუპაციის დროს რუსები ისევე იქცეოდნენ – აწამეს მოსახლეობა, გაანადგურეს საბავშვო ბაღები და სკოლები და ინფრასტრუქტურა.

„ასეთ რაღაცებს ვერ ეჩვევი, მაგრამ ბუჩას შემდეგ რუსი ტერორისტების გადადგმული ნაბიჯები არ გაგვიკვირდება, რადგან იმავეს ვხედავთ, ისევ და ისევ წამება… ისევ ნგრევა: სკოლები, საბავშვო ბაღები… ამ ადგილებს ერთი და იგივე კვალი აქვს. ახალი ვერაფერი ვნახე“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ იზიუმის მოქალაქეები ბედნიერები არიან უკრაინის არმიის დანახვით, ზოგი კი შოკშია.

„მათ არ ესმით რა ხდება, რადგან ნახევარი წელია არ არის შუქი, წყალი, დენი. ნახევარი წელი ოკუპაციაში იყვნენ და წასვლის ეშინოდათ. პრინციპული ცვლილებების ეშინიათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ჩვენ უკვე იზიუმში ვართ. მედესანტეები თავდაჯერებულად აგრძელებენ წინსვლას” – რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

ზელენსკი: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი უმოკლეს დროში აღდგება, უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება!

ზელენსკი: ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ – ჩვენ სახელმწიფო დროშას – ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g