LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ – ჩვენ სახელმწიფო დროშას – ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა

57
zelens

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს დეოკუპირებული იზიუმიდან მიმართა.

ზელენსკიმ  უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის, ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც ერთი ოკუპანტი ვერ შეძლებს უკრაინელების გულების დაპყრობას.

„ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს, როდესაც დამცველები უკრაინის მიწებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ, უკრაინის დროშა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს, დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი მხოლოდ ერთს ვეძებთ – ჩვენ სახელმწიფო დროშას.

ეს ნიშნავს. რომ გმირები აქ არიან, ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები