LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან

202
Volodymyr Zelensky, Ukraine's prime minister, during a news conference on the sidelines of the Eastern Partnership Summit at the Europa building in Brussels, Belgium, on Wednesday, Dec. 15, 2021. Leading nations of the European Union are resisting a push to quickly draw up specific sanctions and other punishments to impose on Russia if it invades Ukraine, even as the Kremlin shows no sign of backing off a massive troop buildup near its neighbor.

კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ. ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ისინი ყველა ინფორმაციაზე მშვიდად რეაგირებენ. მისივე თქმით, უკრაინელები არ ნებდებიან, მათ სურთ რომ იცხოვრონ ყოველ დღე და დაიცვან საკუთარი ქვეყანა.

“მათ სურთ, რომ უკრაინა სუსტი იყოს, ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი ჯარი – მაშინ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის, ამიტომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. ამიტომ უკრაინელები არ ნებდებიან ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც, მისი სიტყვებით, ვერც მშვიდობას იცავს და ვერც თავის თავს.

„როდესაც მისი წესდება ირღვევა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი გაერო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ტერიტორიის ანექსირებას ახორციელებს, ყირიმის პლატფორმა, რომლის ფორმატი და მიზანია ყირიმის დეოკუპაცია და ყირიმელთა უფლებების დაცვა, თავად გაერო-ს მიერაა იგნორირებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. .

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g