LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი“

155
ვოლოდიმირ ზელენსკი (1)

უკრაინის პრეზიდენტის განცადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში წინ კიდევ წაიწიეს და დილის შემდეგ, 100-მდე რუსი სამხედრო დაატყვევეს.

ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ გაავრცელა. 

პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ

ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა“

„ჩვენ კი ვისწრაფვით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს, მშვიდობას – სამართლიან მშვიდობას. ასეც იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში – დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში 1-2 კილომეტრამდე. ამავე პერიოდში 100-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცია. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა მისთვის ფინალია კურსკი“- ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ. 8 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა. უკვე მეორე კვირაა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს.

პუტინმა კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g