უკრაინის პრეზიდენტმა საბერძნეთის პარლამენტში მიმართვისას თქვა, რომ “მარიუპოლის შემდეგ დამპყრობლებს სურთ ოდესის განადგურება”.
მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა მოიტანეს სიკვდილი და ნგრევა იმ ადგილებში, სადაც უკრაინელები და ბერძნები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობასა და კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ.
“რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში იმ ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ოდესა მარიუპოლის მსგავსად განადგურებისგან”.- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა საბერძნეთს გამოიყენოს “სახელმწიფოს გავლენა და შესაძლებლობები”, როგორც ევროკავშირის წევრის, მარიუპოლის გადარჩენის ორგანიზებისთვის.
“მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ, რათა რუსეთმა დაიწყოს მშვიდობის ძიება და უარი თქვას თუნდაც უკრაინის დაპყრობაზე. ეს ომი, რომელიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, ნამდვილად ანადგურებს ყველაფერს, რაც უკრაინელებმა და ბერძნებმა ერთად ააშენეს დიდი ხნის განმავლობაში. რა დარჩება რუსული არტილერიისა და რუსული საჰაერო ბომბების შემდეგ? გეტყვით: ისინი გაანადგურებენ მთელ ჩვენს საერთო ისტორიას, ჩვენს საერთო მემკვიდრეობას”, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ჯარმა სიკვდილი და ნგრევა მიიტანა იმ ადგილებში, სადაც უკრაინელები და ბერძნები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობითა და კეთილდღეობით სარგებლობდნენ.
“რუსულმა ჯარებმა თითქმის სრულად გაანადგურეს ქალაქი მარიუპოლი და არ არის გამორიცხული, მტერს ოდესის განადგურებაც სურდეს” – განაცხადა ზელენსკიმ
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.