LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი NATO-ს სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას

90
1647724394-ზელენსკი--1024x683

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა ფორმით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. სულ მცირე ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი – სრული ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g