LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ომის დაწყებიდან ზუსტად 11 თვე გავიდა.. რთული ვითარებაა დონბასის ოლქში, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს, უკრაინა სისუსტეს არ გამოავლენს

135
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასის ოლქში ვითარება რთულია – რუსმა სამხედროებმა ადგილზე დამატებითი რაზმები შეიყვანეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ოკუპანტებს უმკაცრეს პასუხს გასცემს:

„სამხედრო მაღალჩინოსნებმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მომაწოდეს. რამდენიმე მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება. რთული ვითარებაა დონბასის ოლქში. ჩვენი არმია ბოლომდე იბრძვის.

ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს, თუმცა ვიცით როგორ ვუპასუხოთ. ჩვენი დასახლებული პუნქტების ტერორისტული დაბომბვის გამო, უმკაცრეს პასუხს გავცემთ. უკრაინა სისუსტეს არ გამოავლენს. დღეს ომის დაწყებიდან ზუსტად 11 თვე გავიდა.

330 დღეა მედგრად ვიბრძვით უკრაინის გასამარჯვებლად. ეს არის ომი თავისუფლებისთვის. ყველაფერს ვიზამთ, ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და გავიმარჯვებთ. უკრაინელმა არტილერისტებმა რუსული ვერტმფრენები გაანადგურეს – ვულოცავ მათ. მადლობა თქვენ თავდადებისთვის.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას“ – ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g