LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

1420
BeFunky-collage (5)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტება.

„მე მადლიერი ვარ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც არ წყვეტენ მცდელობას სიმართლის გასავრცელებლად. მათ ვინც იბრძვის დეზინფორმაციასთან და ჰყვება სიმართლეს, მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს უამბობს რეალურ ფაქტებს. პირადად იმ გოგოს [მადლიერი ვარ], რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით. მათი ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოხატვის. ჯერ კიდევ, სანამ თქვენი ქვეყანა საბოლოოდ არ დაუხურავთ დანარჩენი მსოფლიოსგან, რომელიც ძალიან დიდი ჩრდილოეთ კორეად იქცევა, თქვენ უნდა იბრძოლოთ, თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი”, – მიმართა რუსეთის მოქალაქეებს ზელენსკიმ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერი ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

magti 5g