უკრაინა გაერთიანებულია თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარი ოცნებების განხორციელების სურვილით და არა სხვისი ავადმყოფური ფანტაზიებისთვის”, – აცხადებს მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსულ ჯარს მხოლოდ ერთი პასუხი ექნება – სიძულვილი და ზიზღი.
მისივე განცხადებით, ოკუპანტებს არაფერი ეშველებათ:
“ოკუპანტებს არაფერი ეშველებათ და ვეღარ დაეხმარებათ – ჩვენი ტელევიზიის გათიშვა, ღია ბარათები პროპაგანდით, რუბლის დარიგება”.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორებს არ შეუძლიათ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ტანკების გადაცემა, არადა ასეთი შესაძლებლობა მათ აქვთ:
“პარტნიორებს თუ არ შეუძლიათ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ტანკების გადაცემა – არადა ასეთი შესაძლებლობა მათ აქვთ – არსებობს მაღალი რისკი, რომ რუსული სამხედრო ძალები შექმნიან არა მხოლოდ სარაკეტო საფრთხეს ჩვენი მეზობლებისთვის, მეგობარი პოლონეთისთვის, სლოვაკეთისთვის, უნგრეთისთვის, რუმინეთისთვის და ბალტიის ქვეყნებისთვის, არამედ ზოგადად, სამხედრო საფრთხეს, მათ საზღვრებზე და წინ წავლენ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში