LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

370
621c94bfab4d8

თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მარიუპოლის თაობაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ პროცესის მიმართ ნდობა აღარ არის.

“მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას წერტილს დაუსვამს. ეს „მკვდარი კუთხეა“, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გაყვანის მიზნით სურს, თუმცა ეს რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებს მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად  განადგურებულია.

ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g