უკრაინამ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი ევრო მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ევროკავშირის პრეზიდენტს მადლობას უხდის:
„უკრაინამ მიიღო 3 მილიარდი ევრო 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან. მადლობელი ვარ ევროკავშირის და მისი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება აგრესორზე გამარჯვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ზელენსკის „ტვიტში“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
Ukraine received the 1st €3 billion from the new €18 billion macro-financial program. I’m grateful to the EU & President @vonderleyen for the strong support. Preserving ??’s financial stability is vital for our joint victory over the aggressor #РазомПереможемо #StandWithUkraine
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 17, 2023