უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა დაიწყო.
“დროა ეს პაკეტი ისე შევქმნათ, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო სავალდებულოა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერ ახალ პაკეტს, რომელიც ნავთობზე გავლენას არ მოახდენს, მოსკოვში ღიმილით მიიღებენ”,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის,ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თებერვლის ბოლოს დაიწყო.
გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს განუცხადა, რომ სანქციების მეხუთე პაკეტი უკანასკნელი არ იქნებოდა.
სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.