LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის თანაშემწის მანქანას ესროლეს – მძღოლი მძიმედაა დაჭრილი

74
ზელენსკის თანაშემწის მანქანა

უკრაინაში უცნობმა პირებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მძღოლი მძიმედაა დაჭრილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, მანქანას 10-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისივე განცხადებით, მოძრავ მანქანას ტყიდან ავტომატური იარაღით ესროლეს.

სროლა კიევის მახლობლად, სოფელ ლისნიკში, დაახლოებით, დილის 10 საათზე მოხდა.

გერაშჩენკოს განცხადებით, თანაშემწის მანქანა სამხედრო ჯავშანტექნიკით აღჭურვილი არ იყო და ის რაიმე დაცვის საშუალებას არ იყენებდა.

რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანა ბეზუგლაიამ განაცხადა, რომ მძღოლს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g