LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო იმერეთი და რაჭა ახალი გზით დაუკავშირდებიან: როგორი იქნება ახალი მარშრუტი

967

ხორვატული კომპანია IGH-მა საქართველოში საგზაო ინფრანსტრუქტურის პროექტირებას ახორციელებს. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ოთხ მსხვილ პროექტზე. ერთ-ერთია ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

გზის დაპროექტებამდე განხორციელდა მთლიანი მარშრუტის ტოპოგეოდეზიური გადაღება, აგრეთვე, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების გამოვლენა-დაფიქსირების მიზნით, ჩატარდა კვლევა, მომზადდა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური შესწავლის ანგარიშები და თანამედროვე პროგრამების გამოყენებით დაპროექტდა ახალი საავტომობილო გზა.
პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მარშრუტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. საპროექტო სამუშაოების დასრულებას კომპანია ივნისისთვის აპირებს.

 

საპროექტო გზა ერთმანეთს აკავშირებს
იმერეთისა და რაჭის რეგიონებს.

გზა გაივლის სოფლებს: სარეკს, უზუნთას, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთსა და ზუდალში უერთდება ამბროლაური-ონის არსებულ გზას.

გზის საერთო სიგრძე – 55,7 კმ.

ახალი გზა – 35 კმ.

არსებული გზის რეკონსტრუქცია – 20,7 კმ.

სავალი ნაწილი – კაპიტალური ტიპის 7 მ სიგანის ასფალტ-ბეტონის საფარი.

დაგეგმილია 7 ხიდის მშენებლობა.

მგზავრობის დრო 1 სთ და 20 წთ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

ზემო იმერეთი რაჭის საავტომობილო გზის სამშენებლო უნაბზე

 

IGH თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ახორციელებს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის და მოვლა-შენახვის საზედამხედველო საქმიანობას, აგრეთვე მუშაობს რამდენიმე მიმართულებით გზების მშენებლობის პროექტირებაზე. დანარჩენი პროექტების შესახებ სხვა სტატიებში ვისაუბრებთ.

IGH ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის მშენებლობის ტექნკურ ზედამხედველობას ახორციელებს

 

ხორვატულმა კომპანია საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო. IGH-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. IGH-მა გახსნა ოფისი თბილისში. ამჟამად რეგიონული ოფისები მდებარეობს აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ სამი ოფისის გახსნა – ონი, ყაზბეგი, ახმეტა. 2019 წელს კი დაგეგმილი ორი ოფისის გახსნა ლენტეხსა და მესტიაში.

IGH-ს ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში, კოსოვოში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

კომპანია 1949 წელს ზაგრებში დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას.

 

ხედი საჩხერე-რაჭის მშენებარე გზიდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g