LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზემო ლარსისი” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რამოდენიმე კილომეტრიანი რიგია

272

რუსეთის ფედერაციიდან მოზღვავებული ტურისტების დიდი ნაკადის გამო, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რუსეთის ფედერაციის მხარეს, რამოდენიმე კილომეტრიანი რიგია.

საქართველოში მოსახვედრად, მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, რიგში დგომა თითქმის 10 საათი უწევთ, რადგან რუსული მხარე ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების დროულ გატარებას.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, აღნიშნული გამშვები პუნქტი ამ რაოდენობის მგზავრთათვის გათვლილი არ არის.

საზღვრის გადმოკვეთის და რუსულ პასპორტში ქართული შტამპის მიღების მსურველთა რაოდენობა კი უფრო და უფრო იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g