LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

101

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნთ ფაზაში გადავიდა.

მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა დასხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობის: 9 პარალელური ხიდის, 2სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშაგასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გაზრდის, გადაზიდვების ხარჯებს შეამცირებს და სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას ხელს შეუწყობს.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის  ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებიიაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.  პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

magti 5g