LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

82
1

ზესტაფონში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ ღამით, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი გულმკერდის არეში დაიჭრა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმითვე, ოჯახში წვეულება იყო, მას შემდეგ კი რაც სტუმრებმა სახლი დატოვეს, დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.

“შემთხვევას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება და ჩხუბი, ამის შემდეგ იყო ჰაერში გასროლა, შემდეგ კი მამაკაცს ესროლეს.” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ადგილობრივმა მკვიდრმა.

მკვლელობის ფაქტი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g