გლობალურმა კრიზისმა ვერ შეაჩერა ყვავილები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს ალამაზებენ. ერთ–ერთი ყველაზე ზღაპრული და გამორჩეული სანახაობა იაპონიას და ცისფერ ნემოფილას უკავშირდება, ეს ჯადოსნური ამბავი ჰიტაჩის პარკში, ტოკიოდან 80 მილის მოშორებით ხდება.
ნემოფილა აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ყვავილობს და პარკის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული.
ბევრი ადამიანის საყვარელ ყვავილს მოფერებით „ბავშვის ცისფერ თვალებსაც“ უწოდებენ. მცენარეს ყველაზე გამორჩეული ფერი ყვავილობის დასაწყისში აქვს, შემდეგ ის ნელ–ნელა უფერულდება. ასე რომ მისი ნახვისთვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლაა.
სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო პარკი დახურულია, ასე რომ ნემოფილას ნახვის მსურველებს მოცდა მომავალ წლამდე მოუწევთ.