ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან ისევ განახლდა.
შავ ზღვაში ორი დაკარგული კურსანტის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, მაშველები, თითქმის ყველა ადგილობრივი შესაბამისი სამსახური და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ.