LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვისპირა კურორტებზე ზაფხულში კოღოები აღარ შეგაწუხებთ

689

ზაფხული კოღოების გარეშე – საკურორტო ზონებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დაავადების გადამტანი მწერების, კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები იგეგმება. როგორც რადიო ”ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტმა მერაბ იოსავამ განუცხადა, კოღოებისა და ზოგადად, მავნე მწერების წინააღმდეგ მასშტაბური სამუშაოები, ქალაქ ფოთიდან დაიწყება. დამუშავდება წყალსატევები, ტყისპირა ზონები და ასევე შენობების შიდა პერიმეტრი.

პრეპარატი ”სოლფაკი”, რომლის გამოყენებაც კოღოების საწინააღმდეგოდ უკვე 15 წელია გამოიყენება, გერმანული წამყვანი კომპანიის წარმოებული პროდუქტია. წყლის ფაზები ბიოლოგიური პრეპარატებით, შენობების შიდა პერიმეტრი კი ადამიანისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიური პრეპარატით დამუშავდება, რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოღოს გავრცელების საწინააღმდეგოდ, სპეციალური მანქანებით, ე.წ. თერმული ნისლის გაშვებას უზრუნველყოფს.

კოღოსა და დაავადების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო სამუშაოები, განმუხური–ანაკლიიდან სარფამდე ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები ორ ეტაპად არის დაგეგმილი – მაისი-ივნისისა და აგვისტოს პერიოდში. პრეპარატის მოქმედების მინიმალური ვადა სამი თვეა და ორეტაპიანი დამუშავება, კოღოების აქტიურობის ექსვთვიანი პერიოდი მთლიანად იფარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g