LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზიარებას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს” – საპატრიარქო

259
სინოდი

სინოდის საგანგებო სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება – საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ცვლილება იქნება სასიკეთო, რეკომენდაცია იქნება, რომ მოახერხონ ეკლესიებში მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე ტაძრებში, მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.

„ჩვენ მიგვაჩნია, პირადად მე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს. ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით კითხვას რაც შეეხება, ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე.

ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g