LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგა

46

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ, გადადგომის შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ „როიტერსი“ პარლამენტის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება. ამგვარად, ის არ დაელოდა 24-საათიანი ვადის ამოწურვას, რომელიც მას პარლამენტმა მისცა თანამდებობიდან გადადგომისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი მის იმპიჩმენტს განახორციელებდა.

ქვეყნის მმართველმა პარტიამ „ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული კავშირი – პატრიოტული ფრონტი“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუგაბემ ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები