LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეს ყოფილმა პრეზიდენტმა სისხლის სამართლის დევნისაგან იმუნიტეტი მიიღო

18

ზიმბაბვეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადამდგარმა, რობერტ მუგაბემ, სისხლის სამართლის დევნისაგან იმუნიტეტი მიიღო და მეუღლე გრეისთან ერთად ქვეყანაში დარჩენა შეუძლია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, საიმონ კხაია მოიომ, განაცხადა.

ჩვენ მუგაბეს ან მისი მეუღლის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ბოლო 37 წლის მანძილზე მან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, – განაცხადა მოიომ.

მუგაბეს ასევე გარანტირებული ექნება საცხოვრებელი, პერსონალური დაცვა, პენსია და სამედიცინო მომსახურება. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ხელშეუხებლობის გარანტიები იმ გარიგების ნაწილი იყო, რის საფუძველზეც 21 ნოემბერს მუგაბე თანამდებობიდან გადადგა.

რობერტ მუგაბემ განაცხადა, რომ ზიმბაბვეში სიკვდილი სურს და არ აპირებს სხვა ქვეყანაში წასვლას.

ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა, ფიცს დღეს დადებს. მან ქვეყანა 2018 წლის ზაფხულზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები