ვიღაც აფრიკელებმა ”ბარსელონას” პენალტი გაიმეორეს და კისერიც წაიტეხეს.
ალბათ იმიტომ, რომ იქ ლეო მესის ნაცვლად როდრიკ მუტუმბა იყო.
ეს სახალისო და აწ უკვე ცნობილი ეპიზოდი ზიმბაბვეს ჩემპიონატის მატჩში მოხდა. ”ცაპს იუნაიტედის” მოთამაშეები შეეცადნენ ”ბარსელონას” სტილში შეესრულებინათ თერთმეტმეტრიანი, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს. შესაძლოა იმიტომ, რომ მუტუმბა ხშირად იყურებოდა უკან და მეტოქეც მიუხვდა.
შეგახსენებთ, ”ბარსელონამ” ცნობილი პენალტი ახლახან ”სელტასთან” მატჩში შეასრულა, როდესაც მესიმ არ დაარტყა, სუარესთან გაითამაშა და ურუგვაელმაც ისე გაიტანა.