LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეში ბიჭმა 5 დღე ლომების გარემოცვაში გაატარა

108
skynews-zimbabwe-tinotenda-pudu_6791680

ზიმბაბვეში 7 წლის ბიჭუნა, რომელმაც 5 დღე ლომების სიახლოვეს გაატარა, ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ტელეარხი Sky News წერს.

ტინოტენდა პუდუ სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და ნაკრძალისკენ გაემართა. მაშველებმა სამძებრო ოპერაცია იმ დღესვე დაიწყეს და ბავშვის კვალს 3 დღის შემდეგ მიაგნეს. კიდევ 2 დღის შემდეგ პუდუ ცოცხალი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვი მთელი ეს დრო მცენარეებით იკვებებოდა და ლომებითა და სპილოებით გარშემორტყმულ კლდეზე ეძინა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრძალი სადაც ბავშვი დაიკარგა, 40-მდე ლომის, ასევე სპილოების, ზებრების, ნიანგებისა და ბევრი სხვა მტაცებლის სახლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები