LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლისთვისაც 2018 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება

129

ყვითელი ძაღლის წლის დადგომამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ზოდიაქოს ყველა ნიშანმა უნდა დაასრულოს ძველი საქმეები, რათა ახალ წელიწადს „ვალებით“ არ შეხვდეს. საინტერესოა, ვის და რას მოუტანს ძაღლის წელიწადი და ვისთვის იქნება გარდამტეხი.

 ტყუპები

ზოგადად, ტყუპები საკმაოდ არასტაბილური, ჰიპერემოციონალური და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მუდმივ ქაოსში ცხოვრობს და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაც შემთხვევით ხდება.

მართალია, ტყუპებს ხშირად ეცვლებათ განწობა და თითქოს, ერთი ნახევარი არასდროსაა კმაყოფილი ცხოვრებით და ყოველთვის მოწყენილია, მაგრამ მეორე -საკმაოდ თავქარიანი ნახევარი, ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამს და ყველგან გასართობს ეძებს.

2017-ის ბოლო და 2018 წლის დასაწყისი, სწორედ ტყუპების ოპტიმისტ ნახევარს გაახარებს, რადგან წლის ბოლო აუცილებლად პოზიტიური ემოციებით იქნება დატვირთული, ახალი კი – უზარმაზარ სიხარულს მოგიტათ, ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და იმ ადამიანსაც შეხვდებით, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით.

ლომი

ლომი საკმაოდ თვითკმარი ზოდიაქოს ნიშანია, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი სხვებზე კარგად იცის, სხვებზე უკეთესია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა. ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად უჩნდება პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობისას და მაქსიმალურად ცდილობს იმ ადამიანების შემოკრებას, ვინც მის გაგებას და პატივისცემას შეძლებს.

ლომებისთვის ძაღლის წელი მეტად საინტერესო და იღბლიანი იქნება, რომელიც რომანტიკული თავგადასავლით დაიწყება და წარმატებული ქორწინებით დასრულდება. რაც მთავარია, ლომი საბოლოოდ მაინც შეძლებს საკუთარი ქედმაღლობის დაძლევას, გარშემომყოფებთან საერთო ენის მონახვას და განაწყენებული ახლობლების შემორიგებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g