LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთ წამალზე 300 და 400 %-იანი ფასნამატია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია: ღარიბაშვილი

404
ირაკლი ღარიბაშვილი

არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400 %-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეს.

ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ეს უნდა შეისწავლონ და უმოკლეს დროში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს და რამდენიმე დღეში მონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარმოადგენს. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, მჭიდრო კოორდინაციაში იყოს მასთან და დროულად წარუდგინოს საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი:

ქვეყანაში ძალიან არის გაზრდილი წამლების ფასი. ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა და ამის გამო ყველა უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია.

მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს და რამდენიმე დღეში წარმოგვიდგენს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს. მინდა ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარუდგინოს საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ გამოსავლის გზები დავსახოთ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პოპულალურები