LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთი აქციაზე გამორჩენის გამო იდგა და დღემდე მიშას ჯანმრთელობით სპეკულაციას განაგრძობს” – ხატია დეკანოიძე

1017
ხატია დეკანოიძე

ზოგიერთი აქციაზე გამორჩენის გამო იდგა და დღემდე მიშას ჯანმრთელობით სპეკულაციას განაგრძობს, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია თაკო ჩარკვიანი, რომელიც მიშას ჩამოსვლისკენ აქტიურად მოუწოდებდა.

„პარტიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ნამდვილად წუხს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რასაც ვერ ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც აქციებს ატარებდნენ თვეების განმავლობაში და ახლა უცებ შეწყვიტეს აქციები იმიტომ, რომ თანამდებობებზე დაინიშნნენ, ისინი გამორჩენისთვის იდგნენ, როგორც ჩანს.

მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი ყვიროდა ტელევიზიით, მიმართავდა მიშას, რომ „ჩამოდი, მიშა, ჩამოდი მეგობაროო“. მე ყველა იმ ადამიანს ვგულისხმობ, ვინც დღემდე განაგრძობს ამ ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულაციას”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g