LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთმა პრევენციისთვის მდუღარე წყალი დალია და დამწვრობა მიიღო – გუგა ქაშიბაძე

259
qashibadzeguga

“ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის” – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მდუღარე წყლის დალევა რამდენად დაიცავს ადამიანს დაინფიცრებისგან არ არის ცობილი, თუმცა ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

“ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის. იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდათ”, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ “მაესტროს” ეთერში.

შეგახსნებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჯანდაცვის სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია, ჰიგინის ნორმების დაცვასთან ერთად, სოციალური დისტანცირებაა, თუმცა მედიკოსებს ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მდუღარე წლის დალევის რეკომენდაცია არ გაუციათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები