LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ შეცდომებს უშვებ, ზოგჯერ კი იმარჯვებ“ – 86 წლის სოფი ლორენი კარიერასა და ცხოვრებაზე

620
safe-image (1)

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი 11 წლიანი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება. საუბარია „ნეტფლიქსის“ ახალ პროექტზე, „ცხოვრება წინაა“, რომლის ავტორიც, სოფი ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია.

გასულ კვირას მსახიობმა გამოცემა The Guardian-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და კარიერაზე ისაუბრა. ვარსკვლავის თქმით, მას ცხოვრებასა თუ კარიერაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა და დღემდე სჭირდება ხოლმე, საკუთარ თავს სიტყვები: „იყავი ძლიერი“ გაუმეოროს.

„შენ ზოგჯერ შეცდომებს უშვებ, ზოგჯერ კი იმარჯვებ, უბრალოდ გააგრძელე და ეცადე… მე შეცდომებიც დამიშვია, თუმცა საბოლოოდ გავიმარჯვე“ – განაცხადა სოფიმ/

ლეგენდარულმა მსახიობმა ასაკზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლებთან ერთად სხეული იცვლება, გონება კი არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები