ავტომობილის არსებობის ისტორიაში 20 ათასამდე ფირმა მუშაობდა წარმოების დახვეწაზე. სხვა და სხვა დროს, ზოგიერთი კომპანიები ემბლემად ცხოველების გამოსახულებას იყენებდნენ, თუმცა ჩვენს დროში, ასეთი კომპანიების რიცხვი არც თუ დიდია.
ლომი – ცხოველთა მეფე. ეს გამოსახულება “პეჟოს” მარკის ავტომობილებს ამშვენებს. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ფირმის ხელმძღვანელობისგან იუველირსა და გრავიორს, ჟუსტინ ბლეზერს დაევალა ისეთი ემბლემის შექმნა, რომელიც მოუხდებოდა ფირმის სახელწოდებას. იუველირმა სამი ვარიანტი წარმოადგინა: ლომი, ნახევარმთვარე და ხელი. გასული საუკუნის ბოლოს კომპანიამ გამოუშვა ველოსიპედები, ლომის ემბლემით. მაგრამ მას შემდეგ, რაც “პეჟომ” მანქანების წარმოება დაიწყო, ემბლემა ველოსიპედიდან ავტოზე გადაიტანეს.
“იაგუარის” “დიდი კატები” ყოველთვის მიმზიდეველი იყვნენ თავისი გრაციით, ძალითა და ამტანობით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საავტომობილო ემბლემებს შორის არაერთი კატა მოიძებნება. ”იაგუარის” ბრენდის “გერბზე” გამოსახულია ამავე სახელწოდების ცხოველი, ხოლო ამ ბრიტანული მარკის ავტომობილების რადიატორებზე კი მისი ფიგურა.
ადამიანისთვის სიჩქარე ხშირად ასოცირდება ცხოველთა მოძრაობის სისწრაფესთან, ავტომობილების ცხენის სიმარდესთან და ა.შ. ამიტომაც მანქანებზე ცხენის გამოსახულებიანი ემბლემებიც, როგორც წესი, უცხო არ არის ხოლმე. ამის მაგალითია “ფერარი”.
მონავარდე ცხენი ავტომობილზე 1929 წელს გაჩნდა. მას შემდეგ, რაც გამოჩენილი მფრინავის, ფრანჩესკო ბარაკას სიკვდილის შემდეგ, მისმა ოჯახმა ენცოს ის ემბლემა გადასცა, რომელიც სახელგანთქმული მფრინავის თვითმფრინავს ამშვენებდა. “ფერარის” დიზაინერებმა ბარაკას ცხენი ოდნავ შეცვალეს და საბოლოოდ ყალყზე შემდგარი ბედაურის გამოსახულება შექმნეს.