LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოოპარკის დირექტორის თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა 

176
Untitled design (4)

„პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის საკმაოდ რთულ შედეგებს იწვევს. ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან მოჰყვება განათება, ცხოველებისთვის გაუგებარი, აუხსნელი და დიდი საფრთხის შემცველია“, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 000 ხელმომწერი პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს – რა წერია პეტიციაში

ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკისგან გამოწვეული შიშისა და ინფარქტის შედეგად ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა:

„ზოგ შემთხვევაში ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ, ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს ხდება ზოგი ცხოველის დაზიანება, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

ეს პრობლემის ერთი გზაა. მეორე კი ეს არის სტრესი, რომელსაც ცხოველები შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს, მათ შორის ინსულტი და ინფარქტი. ეს დაავადებები შესაძლოა არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს.

ცხოველების დაღუპვის 2 შემთხვევა გვქონდა – ორივე მათგანი იყო ახალგაზრდა გნუ [ანტილოპის სახეობა], ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი შიშის დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები