ზოოპარკის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის სრულად გადასვლის შემდეგ, არსებულ ტერიტორიაზე მერია პარკის გაშენებას გეგმავს. თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ზოოპარკის გადატანა ეტაპობრივა მოხდება, რადგან პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოოპარკის სრულად ასაშენებლად და გადასატანად 30-40 მლნ ლარია საჭირო.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა 3-4 წლის ვადაში მოხდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი თბილისის ცენტრალური პარკი იქნება, ზღვის ტერიტორიაზე წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და იქ ძაღლები გადაიყვანეს. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი გაკეთდება და ცხოველების გადაყვანა მოხდება“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.