LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდელმა ნია ფიფიამ ამერიკელ თანაკლასელებს “შობის ალილო” ასწავლა (ვიდეო)

8325
BeFunky-collage (4)

ზუგდიდელმა მოზარდმა, ნია ფიფიამ ამერიკელი თანაკლასელები ქართულად აამღერა.

ნია გაცვლითი პროგრამით აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში იმყოფება და ის ქალაქ ემერსონის სკოლაში სწავლობს.

საშობაო კონცერტზე სკოლის სასიმღერო გუნდის მიერ 5 ხმაში შესრულებულმა ვახტანგ კახიძის „შობის ალილომ” განსაკუთრებული ემოციები და მოწონება დაიმსახურა.

ქართული ბგერების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში ამერიკელ თანატოლებს ნია დაეხმარა.

“დაახლოებით, თვენახევარი ვამუშავებდით. ჯერ სიტყვების გარეშე მუსიკას ვსწავლობდით და მერე ცალკე სიტყვებს. გაკვეთილის შემდეგაც მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რა და როგორ უნდა წარმოეთქვათ, თარგმანითაც ძალიან დაინტერესდნენ“, – ამბობს ნია.

ნია ფიფია ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში  მომავალ ლიდერთა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები