ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც დაპატიმრებულია, შაბათ-კვირას გარეთ გასვლის შეღავათით ვეღარ ისარგებლებს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც დანაშაულის გაცნობიერებას გულისხმობს.
რატომ იყო პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში – პენიტენციურის განმარტება
პატიმრის რესტორანში ყოფნის ამსახველი ფოტო ყოფილი მერის ცოლმა, ნანა თოდუამ ფეისბუქზე დადო.
შეგახსენებთ, ლაშა გოგია, რომელიც გასულ წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხნის წინ ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ამის ამსახველი ფოტო ცოლმა გამოაქვეყნა.
ლაშა გოგია და მისი ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა, რომელიც იმავე ბრალდებითაა დაკავებული უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდნენ.