LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის კლინიკიდან კოვიდინფიცირებული გაიქცა

130
zugdidi

პაციენტი, რომელიც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, კლინიკიდან გაიქცა. ის მალევე  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ პოლიციამ დააკავა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა.

„შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!“ – ამბობენ კლინიკაში.

რადიო “თავისუფლება” წერს, რომ პაციენტი ახლა თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები