ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუას ქურდობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
როგორც ბრალდებულმა პროცესზე თქვა, თავს დამნაშავედ ცნობს. მოპარულ თოვლის ბაბუას სათამაშოს კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მაკდონალდსს“ დაუბრუნებენ.
ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა რამდენიმე დღის წინ მოიპარეს. ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.