LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მერია ქალებს ხორცსაკეპი მანქანებით დაასაჩუქრებს

298
preview

ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ემზადება. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, მერიამ ქალების საოჯახო ტექნიკით დასაჩუქრება გადაწყვიტა. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება 20 ხორცსაკეპს მანქანას ყიდულობს. ტექნიკის შესაძენად კი 3 980 ლარის დახარჯვას აპირებს.

“ლაივპრესის” ცნობით, ტქენიკას გადასცემენ იმ ქალებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ.

“აბსოულუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს რა თქმა უნდა”, – აცხადებენ მერიაში.

ზუგდიდის მერიამ ელექტრონული ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g