ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფრომაციით, ცეცხლი ჩაის ნარგავებს უკიდია. თვითმხილველების თქმით, ხანძრის რამდენიმე კერაა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ლოკალიზება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვვეი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 