თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, სადაც საქმეში დაზარალებული და ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე საუბრობენ.
დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. ფარული ჩანაწერი საქმეს დაერთო და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. თენგიზ ქობალიას და ხუტა ბაღათურიას კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას და ცრუ ჩვენებას ედავება.