LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს

88
1

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მას მკურნალობა და გამოკვლევები უტარდება.

კლინიკაში მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ მძიმედ, თუმცა სტაბილურად:

“მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა მძიმე. იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში და კვლევის პასუხებს ველოდებით. ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, აპარატზე არ არის.” – განაცხადეს ჰოსპიტალში.

“ფორტუნას” ფაქტი შეინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის ორი მუხლით – 179-ე – რაც გულისხმობს ყაჩაღობას და თავდასხმას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე, ასევე საქამეზე გამოძიება მიმდინარეობს 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g