დღეს, დილის საათებში, ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მამაკაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა რადიო „ფორტუნას“ განუმარტა, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
„შემთხვევა დღეს მოხდა. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის ფაქტზე 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.