LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, ზუგდიდის ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა შეიყვანეს – სამი მათგანი მართვით სუნთქვაზეა

151
სასწრაფო

დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, ზუგდიდის ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა შეიყვანეს.

ევექსის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია Odishinews-სთან აცხადებს, რომ ახალგაზრდების ასაკი 20-დან 32 წლამდეა. ის ასევე განმარტავს, რომ სამი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რვავე მათგანი გადაუდებელი მედიცინის ცენტრში იმყოფება, აქედან სამი ახალგაზრდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 5 კი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს“, – ცახდებს ორჟონია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ზუგდიდში ავეჯის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები