ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა, “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ 5-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოში დაიწყო.
ენმ-ის ერთ-ერთი წევრი ანა წითლძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთახში შიმშილობა დაიწყეს არჩეულმა საკრებულოს წევრებმა: მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიამ, მალხაზ ჯალაღონიამ (ექიმი)
ერთადერთი მოთხოვნით: გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
ძალიან ვღელავ.” – წერს წითლიძე “ფეისბუქში”.
დღესვე, შიმშილობა დაიწყო რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.
დეპუტატების განცხადებით, შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.